ჯო უილსონი - ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია - ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათი გაძევება უნდა მოხდეს დასავლეთიდან

ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) ­X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების "გაძევება უნდა მოხდეს".

„ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია. ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათი დასავლეთიდან გაძევება უნდა მოხდეს: ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი“, - წერს ჯო უილსონი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა