დონალდ ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააუქმოს, თუ შაბათამდე ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასთან“, თუ ის შაბათამდე არ დააბრუნებს ყველა მძევალს, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფებიან.

„თუ ყველა მძევალი არ დაბრუნდება შაბათს 12 საათამდე - ვფიქრობ, რომ ეს შესაფერისი დროა - გააუქმეთ ის, დაე ჯოჯოხეთი ატყდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. „პატიმრების (ისრაელელი მძევლები) გათავისუფლება, რომელიც მომავალ შაბათს, 2025 წლის 15 თებერვალს იყო დაგეგმილი, შემდგომ შეტყობინებამდე გადაიდო, სანამ საოკუპაციო რეჟიმი ბოლო კვირების განმავლობაში აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, - განაცხადა „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს