ლევან გოგიჩაიშვილი - ადამიანებს არ აქვთ აღქმა, რომ ეს არის მათი პოლიცია - ხალხი უკვე მათ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ „ზონდერ - დაჯგუფებას"

[სერგი ბზიშვილს] მომავალში პრობლემები რომ ექნება, მაგის გარანტიას მე ვაძლევ, როგორც ადამიანურს, ისე სამართლებრივს! ასეთის ადგილი პოლიციაში არ არის. ჩემთვის ეს ადამიანი პოლიციელი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია - მოხულიგნოა, ვულგარულია, უზრდელია, მშიშარა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სერგი ბზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილმა მედიასთან ისაუბრა 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მისი დაკავების შესახებ. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მასთან აგრესიულად მივიდა ერთი პოლიციელი, რომელმაც რაღაც უთხრა, მას თავადაც უპასუხა და ამის შემდეგ აღნიშნულმა პოლიციელმა თანამშრომლებს მისი დაკავების შესახებ მითითება მისცა.

„თვითონ იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ თავად მოსულიყო და ხელქვეითებს დაავალა ეს ამბავი (დაკავება). ეს პოლიციელი მე მგონი, სერგო ბზიშვილია. არ ვიცი, მას, რა თანამდებობა აქვს, მაგრამ მომავალში პრობლემები რომ ექნება, მაგის გარანტიას მე ვაძლევ, როგორც ადამიანურს, ისე სამართლებრივს იმიტომ, რომ ასეთის ადგილი პოლიციაში არ არის. ეს არ არის პოლიციელი, ჩემთვის ეს ადამიანი პოლიციელი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია. ბანდის წევრია, ჩაცმულად რაღაცნაირი იყო, მოხულიგნოა, ვულგარულია, უზრდელია. რა თქმა უნდა, პასუხი მიიღო იქვე და უნდა იცოდეს სერგო ბზიშვილმა, რომ მისი ყეყეჩობის ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. ის, როგორც ჩანს, არის პოლიციის ერთ-ერთი და აქტიური „ზონდერი“, მე მას, როგორც პოლიციელს ისე არ მოვიხსენიებ, ის არ არის პოლიციელი, ის არ არის პოლიციელის მუნდირის ღირსი. როგორც „ზონდერებს“ ემართებათ ხოლმე, როდესაც ის ხელისუფლება და სისტემა, რაზეც ისინი დგანან, ჩამოიშლება და მერე რა დღეშიც ვარდებიან ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იქნება ბატონი სერგო. ძალიან მძიმე მდგომარეობა ექნება. მან უნდა იცოდეს, რომ არაფრის გატარება არ მოხდება, განსაკუთრებით ასეთი მშიშარების იმიტომ, რომ გამბედაობა მაინც ჰქონოდა, თვითონ მიეღო ამ პროცესში მონაწილეობა, რაღაც დაიძახა და გაიქცა, მშიშარა!“- საქმეც იმაშია,რომ (პოლიციელებს) აგრესია აქვთ, ყვირიან „დაგაკავებ“. სერგო ბზიშვილის ვის უნდა ეშინოდეს. ალბათ, რომ იღვიძებს და სარკეში იყურება, საკუთარი თავის, საკუთარი ლანდის შეიძლება ეშინოდეს. ამიტომ, სერგო ბზიშვილის შესაშინებელი ამ ქვეყანაში არავის არაფერი აქვს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც ასევე დააკავეს, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ისინი მხნედ არიან და ვიდრე ერთად იყვნენ დროებითი დაკავების იზოლატორში, „მათზე განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, კარგად გრძნობენ თავს და მხნედ არიან“.

„ხალხს პოლიციის არ ეშინია. მათ უნდა იცოდნენ, ადამიანებს არ აქვთ აღქმა, რომ ეს არის მათი პოლიცია. ხალხი უკვე მათ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ „ზონდერ“ - დაჯგუფებას, რომელსაც რატომღაც სახელმწიფოს გადასახადიდან შეძენილი ფორმა აცვია, „კანონის“, „პროტოკოლის“ ქვეშ არიან, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ, სამწუხაროდ, არის ძალიან შეცვლილი - პოლიციას პატივს არავინ აღარ სცემს, პოლიციას უყურებენ, როგორც პრობლემას“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ „პოლიცია მოძალადედ გადაიქცა“.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. ისინი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა. ლევან გოგიჩაიშვილი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლევან გოგიჩაიშვილი - ადამიანებს არ აქვთ აღქმა, რომ ეს არის მათი პოლიცია - ხალხი უკვე მათ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ „ზონდერ - დაჯგუფებას"

[სერგი ბზიშვილს] მომავალში პრობლემები რომ ექნება, მაგის გარანტიას მე ვაძლევ, როგორც ადამიანურს, ისე სამართლებრივს! ასეთის ადგილი პოლიციაში არ არის. ჩემთვის ეს ადამიანი პოლიციელი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია - მოხულიგნოა, ვულგარულია, უზრდელია, მშიშარა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სერგი ბზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილმა მედიასთან ისაუბრა 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მისი დაკავების შესახებ. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მასთან აგრესიულად მივიდა ერთი პოლიციელი, რომელმაც რაღაც უთხრა, მას თავადაც უპასუხა და ამის შემდეგ აღნიშნულმა პოლიციელმა თანამშრომლებს მისი დაკავების შესახებ მითითება მისცა.

„თვითონ იმის გამბედაობაც არ ეყო, რომ თავად მოსულიყო და ხელქვეითებს დაავალა ეს ამბავი (დაკავება). ეს პოლიციელი მე მგონი, სერგო ბზიშვილია. არ ვიცი, მას, რა თანამდებობა აქვს, მაგრამ მომავალში პრობლემები რომ ექნება, მაგის გარანტიას მე ვაძლევ, როგორც ადამიანურს, ისე სამართლებრივს იმიტომ, რომ ასეთის ადგილი პოლიციაში არ არის. ეს არ არის პოლიციელი, ჩემთვის ეს ადამიანი პოლიციელი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩვეულებრივი ბანდის წევრია. ბანდის წევრია, ჩაცმულად რაღაცნაირი იყო, მოხულიგნოა, ვულგარულია, უზრდელია. რა თქმა უნდა, პასუხი მიიღო იქვე და უნდა იცოდეს სერგო ბზიშვილმა, რომ მისი ყეყეჩობის ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. ის, როგორც ჩანს, არის პოლიციის ერთ-ერთი და აქტიური „ზონდერი“, მე მას, როგორც პოლიციელს ისე არ მოვიხსენიებ, ის არ არის პოლიციელი, ის არ არის პოლიციელის მუნდირის ღირსი. როგორც „ზონდერებს“ ემართებათ ხოლმე, როდესაც ის ხელისუფლება და სისტემა, რაზეც ისინი დგანან, ჩამოიშლება და მერე რა დღეშიც ვარდებიან ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იქნება ბატონი სერგო. ძალიან მძიმე მდგომარეობა ექნება. მან უნდა იცოდეს, რომ არაფრის გატარება არ მოხდება, განსაკუთრებით ასეთი მშიშარების იმიტომ, რომ გამბედაობა მაინც ჰქონოდა, თვითონ მიეღო ამ პროცესში მონაწილეობა, რაღაც დაიძახა და გაიქცა, მშიშარა!“- საქმეც იმაშია,რომ (პოლიციელებს) აგრესია აქვთ, ყვირიან „დაგაკავებ“. სერგო ბზიშვილის ვის უნდა ეშინოდეს. ალბათ, რომ იღვიძებს და სარკეში იყურება, საკუთარი თავის, საკუთარი ლანდის შეიძლება ეშინოდეს. ამიტომ, სერგო ბზიშვილის შესაშინებელი ამ ქვეყანაში არავის არაფერი აქვს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც ასევე დააკავეს, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ისინი მხნედ არიან და ვიდრე ერთად იყვნენ დროებითი დაკავების იზოლატორში, „მათზე განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, კარგად გრძნობენ თავს და მხნედ არიან“.

„ხალხს პოლიციის არ ეშინია. მათ უნდა იცოდნენ, ადამიანებს არ აქვთ აღქმა, რომ ეს არის მათი პოლიცია. ხალხი უკვე მათ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ „ზონდერ“ - დაჯგუფებას, რომელსაც რატომღაც სახელმწიფოს გადასახადიდან შეძენილი ფორმა აცვია, „კანონის“, „პროტოკოლის“ ქვეშ არიან, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ, სამწუხაროდ, არის ძალიან შეცვლილი - პოლიციას პატივს არავინ აღარ სცემს, პოლიციას უყურებენ, როგორც პრობლემას“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ „პოლიცია მოძალადედ გადაიქცა“.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. ისინი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა. ლევან გოგიჩაიშვილი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის