ანა დოლიძე - „შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველის გამზირი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს

„შულავერის კომიტეტის“ ამოცანაა სწრაფად გაწმინდოს რუსთაველი და ამით მიულოცონ საქართველოს გასაბჭოების თარიღი მათ უფროსს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტი მშვიდობიანია და ის ხელს არავის არ უშლის.

„რამდენიმე დღეა პოლიციამ დაიწყო ხელის შეშლა რუსთაველზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, რეალურად ხელს არავის უშლის, სატრანსპორტო გზები კი გადაეწყო და გადალაგდა. რატომ ხდება ეს?! პირველ რიგში, რადგან ესენი არჩეულები არ არიან, მათ „შულავერის კომიტეტი“ უნდა დავარქვათ. მათ უნდათ რუსთაველი დაიკავონ ძალიან სწრაფად, ეს არის „შულავერის კომიტეტის“ დავალება, რომ მიულოცონ გასაბჭოების, საქართველოში ოკუპაციის დაწყების თარიღი მათ უფროსს. ეს არის მათი ამოცანა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს