„ჰამასის“ წარმომადგენელი - დონალდ ტრამპის მუქარა საქმეს კიდევ უფრო ართულებს

დონალდ ტრამპის მუქარა საქმეს კიდევ უფრო ართულებს, - ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა.

„ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ შეთანხმება არსებობს, რომელსაც პატივი ორივე მხარემ უნდა სცეს და ეს პატიმრების (მძევლების) დაბრუნების ერთადერთი გზაა. მუქარის ენას აზრი არ აქვს და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს“, - განაცხადა სამი აბუ ზუჰრიმ.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ დაემუქრა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის გაუქმებისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ ღაზაში დარჩენილ მძევლებს შაბათს არ გაათავისუფლებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს