ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე - ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა - შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა! - თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!

ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა - შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა! თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია! - ასე ეხმაურება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს, ხოლო თუ გაბიტაშვილი მას ახსენებს, მივა და ჩვენებას მისცემს.

„მომხდარი ინციდენტის თაობაზე მეც დილით გავიგე. უნდა ითქვას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! რაც შეეხება ამ პიროვნებას, თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყო, არ მომრიდებია პასუხი გამეცა. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ.

ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ. მან დააფიქსირა პოზიცია რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა. მე გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა. ასე რომ, საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, რომ ამ თემით გარკვეული ქულები დაიწერონ.

თუ რამე ეჭვია, აგერ არის პოლიცია და ჩივილი არ გაუჭირდება. თუ დამიბარებენ იგივე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც აბუ-დაბიში მივეცი, როცა გამოძიება მიმდინარეობდა.

მოვიწოდებ ოპოზიციას ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც იანვარში, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს დილით, თბილისში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

ვიდეო მიმართვაში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა. გაბიტაშვილს სახეზე მიყენებული დაზიანებები ეტყობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე