ნინო ჯანგირაშვილი - საქართველოში გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება, რომელიც ნაჯახით დარბის და მედიას დახურვით ემუქრება - SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში

საქართველოში გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება - SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიამენეჯერმა, ნინო ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება „დარბის ნაჯახით და მედიას დახურვით ემუქრება“.

„საქართველოში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება, რომელიც დარბის ნაჯახით. ის ამკაცრებს კანონებს, კიდევ უფრო გაამკაცრებს. მედიას გვემუქრება, საერთოდ ვეღარ იფუნქციონირებთო, რეალურად ამას გვეუბნება. გვეუბნება კანონს გავამკაცრებ, უცხოეთიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებთ და ა.შ. SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, იქნებ ვინმემ გაიგოს. სალომე ზურაბიშვილი აპირებს მათ შორის მედიის პრობლემებზეც საუბარს და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი,“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია