მერაბ მეტრეველი მედიის წარმომადგენლების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვს მედიას ზოგადად - ასევე, მთავარი რაზეც ვისაუბრეთ, არის მზია ამაღლობელის საკითხი

„პალიტრანიუსის“ წამყვანის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სხვადასხვა მედიის მენეჯერების შეხვედრაზე საუბარი იყო მთავარ საკითხებზე: თუ რა პრობლემა აქვს ზოგადად მედიას ქვეყანაში და ასევე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობის შესახებ.

„მთავარი, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვს მედიას ზოგადად. ყველა მედიამ თავის პრობლემაზე ისაუბრა და ზოგად პრობლემებზე, რაც არის - ხელისუფლება ცდილობს, რომ მოახრჩოს მედია. ამას ხომ პირდაპირ ამბობს - კანონს მიიღებს, დაფინანსების ყველა წყაროს ამოქოლავს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დაფინანსების ერთადერთი წყარო უნდა იყოს მათი, ხელისუფლების ფული, რომელიც წავა სახელისუფლებო მედიებში და მორჩა. როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, მათი მიზანი ეს არის.

ასევე, მთავარი რაზეც ვისაუბრეთ, არის მზია ამაღლობელის საკითხი. ეს ადამიანი უკვე თვეზე მეტია შიმშილობს და უკვე დღეების, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ხელისუფლებას უბრალოდ ადამიანობაც კი არ აქვს, რომ ქალს, რომელიც თავისი ღირსების გამო შიმშილობს იმიტომ, რომ პოლიციის უფროსმა ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ადამიანს უბრალოდ ჯიბრში არ ჩაუდგეს. ხომ არ ვითხოვთ, რომ გინდა თუ არა საქმე დღესვე შეწყდეს, ვამბობთ იმას, რომ რა საჭიროა წინასწარი პატიმრობა. ხომ შეიძლება გირაოთი იყოს ეს ადამიანი გარეთ და კი ბატონო, გაგრძელდეს გამოძიება, ამაზე მერე ვისაუბროთ, მაგრამ ამაზეც კი უკან არ იხევენ, ჯიბრში უდგანან ადამიანს, მზად არიან, რომ ადამიანი მოკვდეს ოღონდ ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაიხიონ. რაიმე ადამიანობაც გამოიჩინონ, ესეც არ უნდათ“-განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია