გიორგი შარაშიძე - მესამე დღეა თბილისელები ცივ ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე არიან - იმის ნაცვლად, რომ კალაძე თბილისელებს უხსნიდეს ავარიის გამომწვევ მიზეზებს, აგრძელებს ევროპელი პარტნიორების ლანძღვას

იმის ნაცვლად, რომ ბატონი კალაძე თბილისელებს უხსნიდეს ავარიის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობდეს მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციაზე, აგრძელებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვას და მოძალადე ე.წ. ხელისუფლების დაცვას!, - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ე.წ. “მესამე პირი” , ვისაც ხელისუფლება აბრალებს დივერსიას, არის სწორედ “ოცნება”, რომლისთვისაც სტრატეგიულ ობიექტად შეიძლება იქცეს ყველაზე უწყინარი შენობაც კი.

“მესამე დღეა თბილისელები ცივ ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილი, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩა არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები - საბავშვო ბაღები, სკოლები, კვების ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების არა მხოლოდ უპასუხისმგებლობას, არამედ გაცილებით დიდი რისკების საფრთხეს, რაშიც ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველად ქცეულმა ე.წ. ხელისუფლებამ შეიძლება შეიყვანოს ქვეყანა!

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი ზაფხულშიც, როცა თბილისელები კვირაზე მეტი წყლის გარეშე დარჩნენ ცენტრალური წყალსადენის დაზიანების გამო.

არც მაშინ გვახსოვს თბილისის მერის რეაგირება და არც დღეს. იმის ნაცვლად რომ ბატონი კალაძე თბილისელებს უხსნიდეს ავარიის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობდეს მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციაზე, ის აგრძელებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვას და მოძალადე ე.წ. ხელისუფლების დაცვას!

ე.წ. “მესამე პირი” ვისაც ხელისუფლება აბრალებს ამ დივერსიას, არის სწორედ “ოცნება”, რომლისთვისაც სტრატეგიულ ობიექტად შეიძლება იქცეს ყველაზე უწყინარი შენობაც კი, თუ საფრთხე პერსონალურად ივანიშვილს ემუქრება და ამ დროს რეალურად სტრატეგიული ობიექტები და ხალხი დაუცველი დატოვოს!

ვეკითხები თბილისელებს - გსურთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი კვლავ ამ უპასუხისმგებლო ე.წ. ხელისუფლების ხელში იყოს?!

ამიტომ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი ხელახალი არჩევნებისთვის!” , - აღნიშნა შარაშიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს