ლევან გოგიჩაიშვილი - რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება მანდატები, ჩვენ არ ვიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს - არსად მივალთ არანაირ სხდომაზე

არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ - საერთოდ არ მაინტერესებს. სხვა რომ წერდა მე რამე შემითანხმა, მკითხა დავწერო თუ არაო? ჩვენ არ ვიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საპარლამენტო მანდატებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, თუ ვამბობთ, რომ არანაირი უფლებამოსილება არ აქვს პარლამენტს, მაშინ არც მანდატის შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს.

„ვის მივმართო, ვის სახელზე უნდა დავწერო წერილი? - არ ვაღიარებ ადამიანს და რატომ დავწერო? მიზანი ის არის, რომ რაღაც მომენტში ისედაც შეწყდება ეს მანდატები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 24 საათის განმავლობაში შეკვეთილი სიუჟეტებით ჩემზე გავლენას მოახდენს, ცდება, არ მოახდენს გავლენას. მე არავის სახელზე განცხადებას არ დავწერ. რაც არის რეგლამენტის მიხედვით, ის რეალობა დადგება. საერთოდ არ მაინტერესებს, სხვა რომ წერდა, მე რამე შემითანხმა, მკითხა დავწერო თუ არაო? - ჩვენ არ ვიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.

არ მივმართავ წერილობით ადამიანს, რომელსაც არ ვაღიარებ. ვინც მიმართა, იმან აგოს პასუხი. ანუ აღიარებს, რომ იმ ადამიანს აქვს ამის უფლებამოსილება? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი უფლებამოსილება არ აქვს ამ პარლამენტს, არც ჩემი მანდატის შეწყვეტის უფლებამოსილება აქვს. ჩემი მხრიდან მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მოქმედებს ლეგიტიმაციაზე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ მაისში შეგიწყდებათ უფლებამოსილება, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის არცერთ სხდომაზე მისვლას არ აპირებს და რეგლამენტით მანდატი უნდა შეუჩერდეს.

„მე არაფერში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ წესით, რეგლამენტში როგორც წერია ასე უნდა მოხდეს. ჩვენ არსად მივალთ არანაირ სხდომაზე“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება