საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მომიტინგეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მოვიდნენ.

ისინი პროტესტის საერთო მოთხოვნებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში ხალხის ხმა არ ისმის.

"მოუსმინეთ ხალხის ხმას, ხალხი ითხოვს სამართალს" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მოტანილი.

მთავარი მოთხოვნა ისევ უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა