ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ

თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ინტენსიურ ბრძოლებს განვაახლებთ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების კაბინეტის ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასმა“ გუშინ “შეთანხმება დაარღვია” თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებით, რომ “არ გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს”.

“თუ „ჰამასი“ არ დააბრუნებს ჩვენს მძევლებს შაბათის შუადღისთვის, მაშინ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლას დაუბრუნდებიან მანამდე, სანამ "ჰამასი" საბოლოოდ არ დამარცხდება”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი მძევალი უნდა გათავისუფლდეს შაბათს. შეთანხმების პირობების თანახმად, შაბათს სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა, 10 თებერვალს „ჰამასმა“ ისრაელს შეთანხმების პირობების დარღვევა დააბრალა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მძევლების გათავისუფლებას წყვეტს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!