ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა „მოამბე“ - არასწორი პროცესების ბრალია, რომლებიც მაუწყებელში განვითარდა

ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა „მოამბე“. ყველა ის პროცესი, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს, არის იმის თანმდევი, რაზეც თავდაპირველად ვისაუბრე, - ამის შესახებ წამყვანმა, ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ჟურნალისტმა მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე „არასწორი პროცესები“ დაასახელა.

„იმ ქვეყანაში, სადაც ანწუხელიძე და „შინდისის გმირები“ გვყავს, ჩემი საქციელი არ მინდა შეფასდეს, როგორც გმირობა. ჩემი პირველი განცხადებიდან გამომიდინარე, ამ ყველაფერს შეიძლება, შეეფერებოდეს სიტყვა - „გამბედაობა“.

დღეს არ ვყოფილვარ სამსახურში, ამიტომ არ ვიცი, რა პროცესები ვითარდება და რა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ჩემს პროდიუსერს მოუწია 18:00 საათიანი „მოამბის“ წაყვანა. ფაქტია, რომ რაღაც პროცესი მიდის, რის გამოც მაია ჭუჭულაშვილი იძულებული გახდა თუ მას დაავალეს, წაეყვანა „მოამბე“. ყველა პროცესი, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს, არის იმის თანმდევი, რაზეც თავდაპირველად ვისაუბრე. ის გავლენა, არასწორი პროცესები, რომელმაც შედეგად აქამდე მოგვიყვანა. ეს შედეგები არის ის გავლენა, რასაც ვასილ მაღლაფერიძე ატარებს. ჩემი შეფასებით, ჩვენ რომ აქამდე მივედით, არის ამ გავლენის ბრალი და იმ არასწორი პროცესების, რომლებიც მაუწყებელში განვითარდა. რომ არა ეს გავლენა და პროცესები, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მაუწყებელი სულ სხვა ვითარებაში იქნებოდა და უკეთ უპასუხებდა საზოგადოების საჭიროებებს. უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული ეთერში ჰყოლოდა უფრო მეტი მოქალაქე და ადამიანების პრობლემები, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი“, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მისი „მოამბის“ წამყვანობიდან „ჩახსნის“ შესახებ წერილი HR-ის გან მიიღო, სადაც ეწერა, რომ მას პოზიცია უნდა დაეტოვებინა „არსებული ვითარებიდან და სამაუწყებლო საბჭოს სამეურვეო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე“.

„ეს არის არაჯანსაღი პროცესის შედეგი. მათ დაავალეს თუ ეს მიიღეს, ყოველ შემთხვევაში მე HR-ის გან მივიღე ასეთი წერილი: არსებული ვითარებიდან და სამაუწყებლო საბჭოს სამეურვეო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე. მე ვიხილე ეს განცხადება რამდენიმე ადამიანმა გააკეთა, თუმცა მათი პოზიცია მანამდეც ვიცოდი და მენეჯმენტმაც იცოდა მათი პოზიციის შესახებ, თუმცა ეთერიდან ჩემი ჩახსნის დასაბუთებას საფუძვლად დაედო სამეურვეო საბჭოზე გაკეთებული განცხადება“,- განაცხადა ჟურნალისტმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე