მაიკ უოლცი აცხადებს, რომ რუსეთმა „გაცვლის მოლაპარაკებების“  შედეგად უკანონოდ დაპატიმრებული ამერიკელი მასწავლებელი გაათავისუფლა

რუსეთმა უკანონოდ დაპატიმრებული ამერიკელი მასწავლებელი გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, მაიკ უოლცი ავრცელებს.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთს ამერიკელ მასწავლებელთან, მარკ ფოგელთან ერთად ტოვებს, რომელიც რუსეთში 2021 წელს დააპატიმრეს, რაც აშშ-მა “უკანონო დაპატიმრებად” გამოაცხადა.

უოლცმა განაცხადა, რომ “გაცვლა” მოხდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ეს რუსების მხრიდან “კეთილი ნების” დემონსტრაცია და უკრაინაში ომის დასრულებისკენ სწორი მიმართულებით ნაბიჯი იყო.

“ბატონი უიტკოფი რუსეთის საჰაერო სივრცეს მარკ ფოგელთან ერთად ტოვებს, ამერიკელთან, რომელიც რუსეთის მიერ იყო დაპატიმრებული. პრეზიდენტმა ტრამპმა, სტივ უილტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა გაცვლაზე მოილაპარაკეს, რომელიც რუსებისგან კეთილ ნებას აჩვენებს და ნიშანია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ უკრაინაში სასტიკი და საშინელი ომის დასასრულებლად”, - განაცხადა უოლცმა.

ცნობისთვის, ფოგელი 61 წლის ამერიკელი მასწავლებელია, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში ისტორიას ასწავლიდა მოსკოვის ანგლო-ამერიკულ სკოლაში, სადაც მის სტუდენტებს შორის ამერიკელი დიპლომატების შვილებიც იყვნენ. ის 2021 წლის აგვისტოში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს 17 გრამი კანაფის ტარებისთვის, რომელიც მისი ექიმის მიერ იყო რეკომენდებული “მწვავე ზურგის ტკივილის” შესამცირებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება