დონალდ ტრამპი რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლებაზე - იმედი მაქვს, ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც შეგვიძლია ომი დავასრულოთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის, მარკ ვოგელის გათავისუფლება ომის დასრულების საკითხზე მოსკოვთან ახალი ურთიერთობის დასაწყისი იქნება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„რუსეთი ძალიან კარგად გვექცეოდა. იმედი მაქვს, რომ ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი და მილიონობით ადამიანის მკვლელობა შეწყდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, გაცვლის შედეგად, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის გათავისუფლება უზრუნველყო, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, მაიკ უოლცის ინფორმაციით, გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკება აწარმოვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა.

ფოგელი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 2021 წლის აგვისტოში დააკავეს, 17 გრამი მარიხუანას გადატანისთვის ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს