იორდანიის მეფე პალესტინელების მიღებაზე დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე - ღაზას აღდგენა პალესტინელების გადაადგილების გარეშე ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფე აბდულას მოუწოდა, მისმა ქვეყანამ ღაზას სექტორიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელები მიიღოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ არ შეიცლის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ღაზას სექტორი მისმა მაცხოვრებლებმა უნდა დატოვონ, ტერიტორია უნდა აღდგეს და „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ იქცეს.

„ჩვენ ვაპირებთ მის აღებას. ვაპირებთ, საბოლოოდ მივაღწიოთ, რომ იქ შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი ახლო აღმოსავლელი ხალხისთვის“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მისი გეგმა რეგიონს მშვიდობას მოუტანს.

მეფე აბდულამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე პალესტინელების გადაადგილების წინააღმდეგ იორდანიის მტკიცე პოზიცია დაადასტურა.

„ეს არის არაბული სამყაროს ერთიანი პოზიცია. ღაზას აღდგენა პალესტინელების გადაადგილების გარეშე და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოგვარება ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს“, - აღნიშნა იორდანიის მეფემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს