დონალდ ტრამპი - USAID-ი არაკომპეტენტური და კორუმპირებულია

USAID-ი არაკომპეტენტური და კორუმპირებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია, იგი არაკომპეტენტურია და კორუმპირებული“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ილონ მასკის თქმით, USAID-ი „ზოგიერთ ღირსეულ საქმეს“ აკეთებს, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ „არჩევნებზე გავლენა საეჭვო გზებით მოახდინოს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მოსამართლეები მისი აღმასრულებელი ბრძანებების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ კორუფციის აღმოფხვრა გვინდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსამართლეებს სურთ კორუფციის ძიებაში ხელი შეგვიშალონ. ასე რომ, ჩვენ მოსამართლეებს უნდა დავაკვირდეთ, ეს სერიოზული დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გუშინ, ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ ბეიტსმა აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტოების ვებსაიტებზე იმ გვერდების აღდგენის ბრძანება გასცა, რომლებიც „გენდერული იდეოლოგიისა და ექსტრემიზმის შესახებ“ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად წაშალეს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ დანიშნული მოსამართლის გადაწყვეტილებას ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.

„სულ მცირე, ჩვენ ამ უვარგისი იურისტის გათავისუფლება უნდა ვცადოთ. იდეა, რომ მოსამართლეს უვადოდ მუშაობა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ცუდი იყოს მისი გადაწყვეტილებები, სასაცილოა!“ - დაწერა ილონ მასკმა.

ამასთან, გასულ კვირას მოსამართლე პოლ ენგელმაიერმა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა დაუბლოკა. მასკმა მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „მოსამართლეებს აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმური უფლებამოსილების გაკონტროლების უფლება არ აქვთ“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის