ლევან მახაშვილი - USAID ფაქტობრივად არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად და ლეღვის ფოთლად გადაიქცა იმ უკანონო საქმიანობების დასაფარად, რასაც ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს მიღმა აწარმოებდნენ

ოდესღაც USAID ბევრი ქვეყნისთვის იმედის მომცემი იყო, თუმცა რასაც ჩვენ ვაკვირდებით და საზოგადოებამ გამჟღავნებული დოკუმენტებიდან ნახა, USAID ფაქტობრივად არაფორმალური გავლენების ინსტრუმენტად და ლეღვის ფოთლად გადაიქცა იმ უკანონო საქმიანობების დასაფარად, რასაც ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს მიღმა აწარმოებდნენ, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გააკეთა.

როგორც მახაშვილი აცხადებს, USAID- ის მხრიდან ბევრი სასარგებლო პროექტი ხორციელდებოდა, თუმცა ის ხშირ შემთხვევაში ერთგვარ შირმად და ფარად გამოიყენებოდა. მისივე თქმით, ასევე იყო პროექტები, რომელიც დემოკრატიას უთხრიდა ძირს.

„ამას ამბობს არა ლევან მახაშვილი, არამედ აშშ-ს პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამის უკან კიდევ რამდენი რამეა, რაც ჯერ საჯარო არ არის და პროცესი წინ გვაქვს - USAID - თან დაკავშირებული სკანდალი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ბევრი რამ კიდევ გამოჩნდება.

USAID-ის და სხვა ფონდების დაფინანსების სქემები რეალურად გამიზნული იყო იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო და ზოგადად, პოლიტიკური პროცესები დამახინჯებულიყო და ამოტრიალებულიყო.

სამომავლოდ საქართველოში ფული უკანონო პოლიტიკურ საქმიანობაში აღარ დაიხარჯება, ხოლო მედიას მიეცემა საშუალება, იყოს დამოუკიდებელი და ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული", - განაცხადა ლევან მახაშვილმა

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს