GCCA საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 668 280 ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის - 62%. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.

„2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.

რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს - 2024 წელს, 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი 1190 ერთეულს შეადგენდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67.1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური). როგორც მოქმედი ავტოგასამართი სადგურების, ასევე HHI ინდექსის და მსხვილი კომპანიების საბაზრო წილების შემთხვევაში, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს - ბენზინისა და დიზელის შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება.

საცალო ფასების მიმართულებით, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც. ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, რაც სააგენტოს პოზიციით შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც დაგვიანებული ასახვა.

GCCA-ი ბენზინისა და დიზელის ბაზარს, გამომდინარე მისი მოცულობიდან და გავლენიდან სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის ლოგისტიკურ პროცესებზე, განიხილავს სტრატეგიულ ბაზრად. აღნიშნულის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს მიერ განსახილველ ბაზართან მიმართებით წარსულში იდენტიფიცირებულია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ბაზრის მონიტორინგი უწყვეტად ხორციელდება, რაც პრევენციულ ეფექტთან ერთად, მიზნად ისახავს უწყვეტ რეჟიმში დაკვირვების შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკების იდენტიფიცირების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვების ქვეშ რჩება - საავტომობილო საწვავის, FMCG-ის და თამბაქოს ბაზრები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით