გაბრიელიუს ლანდსბერგისი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეჩერდეს! სანქციები უნდა დაწესდეს! - სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეჩერდეს! სანქციები უნდა განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, მაგრამ სამართლიანი არჩევნებია საჭირო.

„ვფიქრობ, რასაც ჩვენ ამ წელს ვხედავთ, ქვეყნის „სტალინიზაციაა". ხალხისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა ხდება იმისთვის, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბელარუსს ან რუსეთს, პროტესტის, თავისუფალი არჩევნების, შეკრების თავისუფლების გარეშე. თუ მას დაუშვებენ და დასავლეთი დაკარგავს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დასავლეთთან დაკავშირებას, ეს ნამდვილად საშინელება იქნება. „ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა შეჩერდეს. სანქციები უნდა განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ. შეიძლება ამას შეცდომა უწოდოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ევროპა ძალიან რთულ ვითარებაშია და გაყოფილია, მის მთავარ ფოკუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოადგენს. ასე რომ, შესაძლოა „ქართულმა ოცნებებმა“ მიიჩნია ეს შესაძლებლობად, რადგან იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უბრალოდ არ შეუძლიათ, თვალი ადევნონ თბილისში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ამაში მინდა შევაქო ქართველი ხალხის სიმამაცე. რომ არა მათი გამძლეობა იმ ყველაფრის წინაშე, რაც მათ გააკეთეს, მიუხედავად რეპრესიებისა, დაკავებისა, ჯარიმებისა და სახლებში ჩხრეკისა, ისინი მაინც აპროტესტებენ. 70 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველდღე გადიხართ გარეთ, როდესაც ცივა და წვიმს, და ალბათ, გეშინიათ დაპატიმრების, შემდეგ კი მაინც ისევ იმავეს აკეთებთ. დემონსტრაციების გარეშე, დიდი ალბათობით, ევროპა საერთოდ ვერ გაიგებდა და არც დაინტერესდებოდა იმით, რა ხდება საქართველოში.

რა თქმა უნდა, სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, მაგრამ სამართლიანი არჩევნებია საჭირო. თუ ახალ არჩევნებს მოაწყობენ და მაინც გააყალბებენ, ეს არ არ იქნება რაიმეს გაუმჯობესება”, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო