თენგიზ შარმანაშვილი - როცა აშშ კანონიერი, არაკორუფციული და არარევოლუციური გზებით დააპირებს საქართველოსთან ურთიერთობას, მას საქართველოზე კარგი პარტნიორი არ ეყოლება

გვესმის, რომ აშშ არის ზესახელმწიფო და მას ინტერესები ყოველთვის ექნება - ამ ინტერესების გათვალისწინებისთვის მზად ვართ და ვამბობთ, რომ შეგვიძლია ეს ურთიერთობები ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ის რასაც საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, არის ურთიერთობების გამჭვირვალობა და ურთიერთპატივისცემა. შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან არაფერი არ უნდა ხდებოდეს.

„USAID და სხვა ფონდები იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ-ს კანონიერი ინტერესები გაეტარებინა, სხვადასხვა ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებში დახმარებოდა, ხელი შეეწყო ეკონომიკის აღორძინებისთვის და ასე შემდეგ.

წლებია ვამბობდით, რომ ისინი ამ საქმეს არაკანონიერი გზებითა და მეთოდებით აკეთებდნენ. როდესაც საქართველოში დადებითი პროცესები ფინანსდებოდა, არანაკლები ძალისხმევით არეულობა და რევოლუციური პროცესები ფინანსდებოდა. ასევე ფინანსდებოდა ტრენინგები, სადაც სახელმწიფოსათვის წინააღმდეგობის გაწევას ასწავლიდნენ.

როცა აშშ კანონიერი, არაკორუფციული და არარევოლუციური გზებით დააპირებს საქართველოსთან ურთიერთობას, მას საქართველოზე კარგი პარტნიორი არ ეყოლება", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს