ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.

ინფორმაციას მთავარობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისა და საერთო ინტერესის საკითხების განხილვისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე. საუბარი შეეხო არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კომპანიების წარმატებულ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და 2025 წელს დასრულდება.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს