გურამ მაჭარაშვილი - არცერთ ქვეყანაში არავის ეპატიება პოლიციელზე ხელის აღმართვა - შიმშილობას აზრი აქვს მაშინ, როცა საზოგადოების უმრავლესობა ხედავს, რომ შენ მართლა უსაფუძვლოდ ხარ დაპატიმრებული

არცერთ ქვეყანაში არავის და არასდროს არ ეპატიება პოლიციელზე ხელის აღმართვა - შიმშილობას აზრი აქვს მაშინ, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა ხედავს, რომ შენ მართლა უსაფუძვლოდ ხარ დაპატიმრებული და შენს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.

მისი თქმით, როცა საზოგადოება ხედავს, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციელს ხელს გაარტყამ და გინდა, რომ ამისთვის პასუხი არ აგო, მორალური მხარდაჭერა არასდროს არ გექნება.

„არცერთ ქვეყანაში არავის და არასდროს არ ეპატიება პოლიციელზე ხელის აღმართვა. წარმოიდგინეთ, მე მივიდე, პოლიციელს გავარტყა, ხელით შევეხო, მერე დავჯდები ციხეში, დავიწყებ შიმშილობას და გამათავისუფლებენ. სად არის აქ ან ლოგიკა, ან დემოკრატიის პრინციპი, ან მსგავსი მაგალითი თუ ყოფილა სადმე? ამაში ლოგიკა არ არსებობს. ამიტომაც არის, რომ ყველა პატიმარზე სახელმწიფო ზრუნავს, სამედიცინო დახმარება იქნება თუ ფსიქოლოგიური. ნებისმიერ დანაშაულზე შეიძლება დაიწყო ციხეში შიმშილი - გამათავისუფლეთ თორემ ვიშიმშილებო. ეს შიმშილი რომ ყოფილიყო პატიმრების გათავისუფლების საფუძველი, ამას მსოფლიო საზოგადოებაში არსებული პატიმრების უმრავლესობა მიმართავდა. შიმშილობას აზრი აქვს მაშინ, როდესაც საზოგადოების უმრავლესობა ხედავს, რომ შენ მართლა უსაფუძვლოდ ხარ დაპატიმრებული და შენს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. საზოგადოება როცა ხედავს, რომ პირდაპირ ეთერში შენ პოლიციელს ხელს გაარტყამ და გინდა, რომ ამისთვის პასუხი არ აგო, რა თქმა უნდა, მორალური მხარდაჭერა არასდროს არ გექნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა