კახა კალაძე - მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი!

მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი! - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორ კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა.

„ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პიროვნებებმა ჩაიდინეს. არავის უნდა ეპატიოს მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება რუსეთზე. მათი ბინძური, უგუნური, გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპული გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, უმძიმესი შედეგები მივიღეთ და ეს ჭრილობები ჯერაც არ მოგვიშუშებია. შესაბამისად, ამ მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნად განსაზღვრულია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, ხვალ პირველ სხდომას გამართავს. დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება - სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და კომისიის დებულებას დაამტკიცებენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები