თეიმურაზ წიქვაძე - მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა დასვა შეკითხვები ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, შესაბამისი დოკუმენტები დაერთო საქმეს, რაც კარგია იმიტომ, რომ ადასტურებს დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციას

გაჟღერდა, თითქოს ეროვნული ბანკი ჩაერთო ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეში, რაც მეტყველებს იმაზე, თითქოს საქმეს უჭირს იურიდიულად - ეს არის სიცრუე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც წიქვაძემ განმარტა, თავდაპირველად, სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა და აღნიშნული დოკუმენტები მხოლოდ მას შემდეგ დაერთო საქმეს, რაც თავად ბაჩიაშვილმა დასვა კითხვები ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის მხრიდან საბანკო კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე.

„მინდა თქვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდეს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია თავდაპირველად წარმოდგენილი არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავად ბრალდებულმა დასვა შეკითხვები ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის მხრიდან საბანკო კრედიტთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებზე, ბანკის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნული დოკუმენტები დაერთო საქმეს, რაც კარგია იმიტომ, რომ დამატებითი მტკიცებულებებია, რაც ადასტურებს დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის პოზიციას მისი კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე. შესაბამისად, ეს ასევე მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეს არანაირად არ უჭირს სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენი მოსაზრებით და უამრავი სხვა მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მხოლოდ მისი კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც მან ერთ-ერთ ადმინისტრატორთან დასვა დაკითხვის პროცესში, ბანკის სხვა ადმინისტრატორმა წარმოადგინა ეს დოკუმენტები, რომელიც მერე ორივე მხარის თანხმობით დაერთო საქმეს.

კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ განვიხილავ თქვენთან ერთად, თუმცა, თუ ამაზე ბრალდებულს ექნება კიდევ ერთხელ აპელირება და გაასაჯაროებს ამას, თქვენ თვითონაც ამოიკითხავთ, რომ ეროვნული ბანკის დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში ინვესტორი არის ბიძინა ივანიშვილი, არ ეყრდნობა მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ინვესტორი, გაკეთდა უშუალოდ მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც პირდაპირ არის იქ მითითებული“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან