„თბილისი ენერჯი“ - საბურთალო-ნუცუბიძეზე 76 700 აბონენტს გაზი უკვე მიეწოდება, სამუშაოები გრძელდება - რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები მეპატრონეებმა ღია დატოვეს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად გათიშული აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენის პროცესი ინტენსიურად გრძელდება.

კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე გაზმომარაგება სრულად აღდგენილია ვაკის რაიონში.

„საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76 700 აბონენტს ამ დროისთვის გაზი უკვე მიეწოდება. აქტიური სამუშაოები გრძელდება. რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება