ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ­ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა, - აღნიშული ინიციატივის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

12 თებერვალს, ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა.

მათ სპორტსმენის ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთებული მუზეუმი დაათვალიერეს და შეხვდნენ მისი ოჯახის წევრებს.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია