სოსო ბერიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს მოვუყევით იმ სიტუაციის შესახებ, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება - იზოლაცია, რომლისკენაც მიდის საქართველო, პრობლემურია ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც

სალომე ზურაბიშვილს მოვუყევით იმ სიტუაციის შესახებ, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, სხვადასხვა ინდუსტრიას, ტურიზმს და ასევე მოახლოებულ მიუნხენის კონფერენციაზე რა გზავნილები შეიძლება წარადგინოს , - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, იზოლაცია, რომლისკენაც საქართველო მიდის, პრობლემურია ქვეყნისთვის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

“ბევრი რაღაც ვუთხარით, დახურული შეხვედრა იყო და ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილს მოვუყევით იმ სიტუაციის შესახებ, რაც ქვეყანაში ეკონომიკაში ხდება, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, სხვადასხვა ინდუსტრიას, ტურიზმს და ასევე მოახლოებულ მიუნხენის კონფერენციაზე რა გზავნილები შეიძლება წარადგინოს პრეზიდენტმა.

დასამალი არ არის ის, რომ ეკონომიკური კრიზისის რეალური და დიდი საფრთხე არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ იზოლაცია, რომლისკენაც მიდის საქართველო პრობლემურია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც პრობლემაა. ეს არის საინტერესო, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის”, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები