პეტრას აუსტრევიჩუსი - არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ საქართველოში საქმეები თავისთავად მოგვარდება - ვიმედოვნებ, ელჩი პაველ ჰერჩინსკი უფრო მეტად დაუჭერს მხარს ოპოზიციურ ძალებს

ვფიქრობ, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ საქართველოში საქმეები თავისთავად მოგვარდება - არა! ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული ქმედებები და გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან, დაინიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დაწყებული ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკიდან, რომელიც თბილისშია, იმედი მაქვს ის უფრო მეტად დაუჭერს მხარს ოპოზიციურ ძალებს, საქართველოს პროევროპულ კურსს, პროევროპული პოლიტიკის კურსს, ასევე ევროკომისარი კოსი და უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, მათ უნდა იმოქმედონ. დრო ვერაფერს წყვეტს, როგორც ვხედავთ, თბილისის რეჟიმი ახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას, აწესებს უფრო რეპრესიულ და შემზღუდავ სისტემას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასე რომ, რეაგირება უნდა მოვახდინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვქონდა ევროკომისიის 2025 წლის სამუშაო პროგრამა, დაიწყეთ საქართველოდან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა