აშშ-ის თავდაცვის მდივანი - უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია - უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს - ეს “მინსკი 3” არ უნდა იყოს

უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, აყვავებული და სუვერენული უკრაინა გვსურს, მაგრამ იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს.

უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ომი კვლავ არ დაიწყება. ეს “მინსკი 3.0” არ უნდა იყოს.

ამის გათვალისწინებით, აშშ-ს არ სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოში წევრობა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალისტური შედეგია. ამის სანაცვლოდ, უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიას ზურგს უნდა უმაგრებდეს ქმედითუნარიანი ევროპელი და არაევროპელი სამხედროები.

თუ ეს სამხედროები რამე მომენტში უკრაინაში განლაგდებიან, როგორც მშვიდობისმყოფელები, ისინი უნდა განლაგდნენ, როგორც არა-ნატოს მისიის ნაწილი და მათზე “მე-5 მუხლი” არ უნდა ვრცელდებოდეს. ასევე საკონტაქტო ხაზის მტკიცე საერთაშორისო დაკვირვება უნდა იყოს. ნათელი რომ ვიყო, არცერთი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად აშშ-ის სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან.

ეფექტიანი დიპლომატიის ხელშესაწყობად და ენერგიის ფასების დასაწევად, რომლებიც რუსეთის ომის მანქანის დაფინანსებას ახდენენ, პრეზიდენტი ტრამპი მნიშვნელოვნად ზრდის ამერიკის ენერგეტიკის წარმოებას და სხვა ქვეყნებსაც იმავეს მოუწოდებს. ენერგიის უფრო დაბალი ფასები, ენერგეტიკის სანქციების უფრო ეფექტიანად განხორციელებასთან ერთად, დაგვეხმარება რუსეთის [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მიყვანაში”, - განაცხადა ჰეგსეტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე