კახი სამხარაძე - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, დავსხდეთ, ვისაუბროთ პრობლემაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, დავსხდეთ, ვისაუბროთ პრობლემაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ კახი სამხარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიერ დაარსდა პროფესიული გაერთიანება, რომლის რეგისტრაციისთვისაც ტექნიკურად პრობლემებს უქმნიან, თუმცა პროფესიული კავშირი ამის მიუხედავად მუშაობს.

“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ პრობლემაზე, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ევროინტეგრაციის პროცესს განუხრელი მხარდაჭერა გამოუცხადეს. დღეს ჩვენ მივედით იმ კონდიციამდე, რომ ერთად კონსოლიდირება გვიწევს. ჩვენ გადავწყვიტეთ იურიდიული ფორმით ჩამოგვეყალიბებინა პროფესიული გაერთიანება, პროფესიული კავშირი. მართალია რეგისტრაციისთვის ტექნიკურად პრობლემებს გვიქმნიან, მიუხედავად ამისა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ”,- განაცხადა სამხარაძემ.

კითხვაზე, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობს თუ არა, სამხარაძე ასე პასუხობს:

“მე გეტყვით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურში ვმუშაობ, სადაც მიხეილ ყაველაშვილი არის თანამდებობაზე”.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეები 15 თებერვალს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-მსვლელობას გამართავენ.

“ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ საჯარო მოხელეებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია ის, რაც ჩვენ გვიკეთებია ჩვენ სამსახურებში. უამრავი თანამშრომელი იუსტიციის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, სამინისტროებიდან ყველა ერთად ვშრომობდით იმიტომ, რომ ევროინტეგრაციისთვის დღის წესრიგი შეგვექმნა. დღეს ამას საფრთხეს უქმნიან პარტიული ჯგუფები. არ დავკონკრეტდები, მიხვდებით რომელ პარტიულ ჯგუფებზე ვსაუბრობ. მინდა საჯარო მოხელეებს მოგიწოდოთ, 15 თებერვალს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობა გვაქვს. პროტესტს გამოვხატავთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიულმა ჯგუფმა ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია, არამედ იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს უშუალოდ ეხება”, - განაცხადა სამხარაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა: ეკონომისტებსა და ფინანსისტებს, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებს და საჯარო მოხელეებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს