ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი - საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

“ჩემთვის პატივია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელება. ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის კარგია შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია მსოფლიოს მასშტაბით იცავს ადამიანის უფლებებს, წინ წევს დემოკრატიას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ზრდის. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებად გადაუდებელია. მოუთმენლად ველი ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება”, - განაცხადა უიკერმა.

ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყანის რუსეთისკენ მითრევას და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას”.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე გადავიდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის