ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა - აშშ-სთან ერთად შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად

პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები, შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“შინაარსიანი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. დიდხანს ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე მშვიდობის მისაღწევად, განვიხილეთ გუნდების დონეზე ერთად მუშაობის ჩვენი მზაობა, უკრაინის ტექნოლოგიური შესაძლებლობები - მათ შორის დრონები და სხვა მოწინავე ინდუსტრიები. მადლობელი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისი ინტერესისთვის იმაში, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად.

ასევე ვისაუბრეთ სკოტ ბესენტთან [აშშ-ის სახაზინო მდივანი] ჩემს დისკუსიაზე და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რესურსების პარტნიორობაზე ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან მისი საუბრის დეტალები.

უკრაინაზე მეტად არავის სურს მშვიდობა. შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ვხაზავთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ხანგრძლივი, სანდო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით გავაკეთოთ ეს.

შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე და მომავალი შეხვედრების დაგეგმვაზე”, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს