საგარეო საქმეთა მინისტრები - მზად ვართ, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა - უკრაინა და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ

მოუთმენლად ველით ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად მომავალი გზის განხილვას. ჩვენი საერთო მიზნები უნდა იყოს უკრაინის ძლიერ პოზიციაში დაყენება, უკრაინა და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ვიღებთ ვალდებულებას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრებმა ასევე აცხადებენ, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და რომ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ძლიერი ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაპირობაა.

"შეგახსენებთ, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე