ირაკლი კობახიძე - უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა სწორი მიმართულებით განვითარდეს

უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა.

„საპარლამენტო გამოძიება არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა. ეს პროცესი წარიმართება საჯაროდ, საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004-2012 წლებში. ეს არის უმძიმესი დანაშაულები. ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო ათი ათასობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული. უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულის შეხსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის