სოზარ სუბარი - საგამოძიებო კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, 2007 წლის კოდორის ხეობის სპეცოპერაცია უნდა გახდეს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებით საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, კომისიის შესწავლისა და შეფასების საგანი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, 2007 წლის კოდორის ხეობის სპეცოპერაცია უნდა გახდეს.

სუბარის თქმით, „შეფასება უნდა მიეცეს მთლიანად რეჟიმს - თუ რა იყო და რა ხდებოდა იმ წლებში ქვეყანაში“.

„არის საქმეები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის მოვლენებთან - ომთან და იმ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან. ამ ღალატის მკაფიო მაგალითია თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია - 16/33, რომელიც ყველამ კარგად ვიცით.

რატომ მოხდა, რომ 2008 წლის ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედიოდა, იქიდან გამოყვეს, გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი დე ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს - რა იყო ამის მიზანი?

რა იყო იმის მიზანი, რაც კოდორის ხეობაში მოხდა? - რატომ მოხდა ბატალიონ „მონადირეს“ განიარაღება, რომელიც ამ ხეობას ათწლეულის განმავლობაში იცავდა?! ბატალიონის წევრები დაიჭირეს, ზოგიერთი მათგანი ციხეში გარდაიცვალა, ზოგი იძულებული გახდა გაქცეულიყო - ასე ჩააბარეს კოდორის ხეობა.

ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც არ შეიძლება შეფასების გარეშე დარჩეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე.

სოზარ სუბარი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია