გიგა სოფრომაძე - რეპრესიები საჯარო სამსახურსაც შეეხო - ვხედავთ, რომ საჯარო სამსახურის არაეფექტურ მუშაობას შედეგად მსხვერპლი მოჰყვება - ეს აღარ არის ადამიანთა დაშინებისა და რეკეტის მცდელობა, არამედ მკვლელობაა

მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რეპრესიები უკვე საჯარო სამსახურსაც შეეხო, - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის" წევრმა გიგა სოფრომაძემ, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი 15 თებერვალს დაანონსებულ აქციას უერთდებიან და საჯარო მოხელეებს პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებისკენ და აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ვუერთდებით 15 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას. ჩვენ მსვლელობას 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციიდან ვიწყებთ, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რეპრესიები აღარ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, უკვე ეს ყველაფერი საჯარო სამსახურსაც შეეხო. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯარო სამსახურის არაეფექტურ მუშაობას შედეგად მსხვერპლი მოჰყვება. ეს აღარ არის ადამიანთა დაშინებისა და რეკეტის მცდელობა, არამედ ეს უკვე მკვლელობაა. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო, პარლამენტის კვლევითი ცენტრი და უქმდება ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს პროცესი კი საზოგადოებაზე ცუდად აისახება. სისტემაში კრიზისია და ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავროვო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის პერფორმანსებიც.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს