ანდრეი სიბიგა - არაფერი შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ან ევროპის შესახებ ევროპის გარეშე

უკრაინა და ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან არ უნდა გამოირიცხონ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არაფერი შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ან ევროპის შესახებ ევროპის გარეშე“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რჩება ყველაზე იაფ გზად ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს და არ უნდა არსებობდეს კომპრომისი, რომელიც ზიანს აყენებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ან სუვერენიტეტს.

"ჩვენ გვინდა სრული შეთანხმება. ეს არის შეერთებული შტატების ინტერესებში. ტრამპის ხელმძღვანელობით, ძლიერი ევროპული ვალდებულებითა და ევროპული ერთიანობით, ჩვენ გვაქვს შანსი, ახალი იმპულსი მივცეთ ამ პროცესს. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს ჯერ არ დაუსრულებიათ თავიანთი გეგმები. ჩვენი ყველა მოკავშირე აცხადებს, რომ უკრაინის გზა ნატო-სკენ შეუქცევადია. ეს პერსპექტივა ჩვენს კონსტიტუციაშია. ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია", - განაცხადა სიბიგამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს