დავით მათიკაშვილი - რა ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული - სადაც პრეზიდენტად ისევ ზურაბიშვილია აღიარებული - პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად, პრაქტიკულად ერთი და იგივეა

რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული - სადაც პრეზიდენტად ისევ სალომე­ ზურაბიშვილია აღიარებული. საერთოდ, რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება? პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სანამ ევროპარლამენტში ქართველი ხალხის ნებას არ გაითვალისწინებენ, ქვეყნისთვის მსგავს რეზოლუციას “ჩალის ფასიც” არ ექნება.

“რა ფასი აქვს იმ რეზოლუციას, რომელიც რეალურად აბსურდზეა დამყარებული, სადაც უგულებელყოფილია 1 მილიონ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ნება-სურვილი, სადაც პრეზიდენტად ისევ [სალომე] ზურაბიშვილია აღიარებული. საერთოდ, რა საჭიროა ასეთი დამოკიდებულება? პირდაპირ სააკაშვილი აღიარონ პრეზიდენტად - პრაქტიკულად, ერთი და იგივეა. დაარქვან ისევ დემოკრატიის შუქურა და იცხოვრონ იმ აბსურდში, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ცდილობს, თავს მოახვიოს არამარტო საქართველოს. ჩვენ ამის შესახებ არაერთ განცხადებას ვისმენთ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან.

“დიფსთეითთან” ბრძოლის რკალი ვიწროვდება. რაც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრძოლის ცეცხლი დაანთო, ის აუცილებლად მივა ევროპულ ბიუროკრატიამდე. ის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რაც ამერიკაში ხდება, გამარჯვებისთვის არის გათვალისწინებული - ასევე, ევროპაშიც უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, პლურალიზმმა, საჯაროობამ და არა ბიუროკრატიულმა ძალმომრეობამ, რომელზეც, სამწუხაროდ, აგებულია დღევანდელი ევროპარლამენტი და ის ადამიანები, ვინც ცდილობენ, თეთრზე შავი დაწერონ, სააკაშვილი ტანჯულად და მსხვერპლად მონათლონ და ჩვენი ქვეყანა კვლავ ძალმომრეობის ქვეშ. აქციონ იმ იდეების ქვეშ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პოპულარული არ არის.

სანამ ქართველი ხალხის ნებას არ გაითვალისწინებენ და პატივს არ სცემენ, ცხადია, არანაირ ასეთ რეზოლუციას “ჩალის ფასიც” არ ექნება ჩვენი ქვეყნისთვის”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია