გენო თებიძე - თვითმარქვია აჭარის უმაღლეს საბჭოში “ძლიერ საქართველოს” მანდატი შეუწყდა

არალეგიტიმურმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ჩვენივე განცხადების საფუძველზე, სადეპუტატო უფლებამოსილება შეგვიწყვიტა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გენო თებიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის „თვითგამოცხადებულ უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდა ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას“, გარდა პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაც საზოგადოებაში „ობიექტურ კითხვებს აჩენს“.

“მათ კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჰყავს თვითმარქვია თავმჯდომარე, ვინაიდან, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მივმართე დავით გაბაიძეს, განცხადებაში ე.წ თავმჯდომარე მოხსენიებული იყო, როგორც თვითმარქვია. ამ შეფასების გამო, თავის დროზე წერილს არ იბარებდა კანცელარია.

არაკონსტიტუციურ უმაღლეს საბჭოში მუშაობაზე უარი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ვთქვი, რადგან ის არ ასახავს აჭარის მოსახლეობის ნებას და როგორც ქვეყნის მასშტაბით, აქაც ოლიგარქმა მუქარითა და მოსყიდვით მიიტაცა არჩევნები, წაგვართვა ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობა და ევროპული მომავალი.

ბრძოლა გრძელდება. აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყანაში ხელახალ არჩევნებს, რომელიც დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება და ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი სამუდამოდ ჩამოშორდება მმართველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარაში გვექნება სრული კოლაფსი როგორც კორუფციის, ასევე ბათუმის ურბანული განადგურების კუთხით.

აჭარის თვითგამოცხადებულ უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყდა ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას, გარდა პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაც საზოგადოებაში ობიექტურ კითხვებს აჩენს”, - აღნიშნა თებიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე