მამუკა ხაზარაძე - ევროპარლამენტმა მიიღო ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია - “ქართულმა ოცნებამ” დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც - ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს

ევროპარლამენტმა დღეს 400 ხმით 63-ის წინააღმდეგ მიიღო ივანიშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაციის რეზოლუცია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი არჩევნები არსებული კრიზისიდან უალტერნატივო გამოსავალია.

„“ქართულმა ოცნებამ” დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზალიბერალიზაციის საკითხიც. ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო!

ახალი არჩევნები გარდაუვალი და უალტერნატივო გამოსავალია ამ ღრმა კონსტიტუციურ-პოლიტიკური კრიზისიდან!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა