პაატა ბურჭულაძე - იუბილე მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით, გზის გადაკეტვას მედავებიან - კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ

მავნებლებმა [70 წლის იუბილე] 5000 ლარიანი ჯარიმით მომილოცეს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე წერს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან, რეალურად კი მსვლელობაში მონაწილეობდა და პარლამენტის წინ საერთოდ არ ყოფილა.

„გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა, გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 - ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ, ალბათ, მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!”, - წერს პაატა ბურჭულაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ