ლევან სანიკიძე - 5000 ლარით დამაჯარიმეს - გუშინდელი ხალხმრავალი აქცია, პაატა ბურჭულაძის იუბილე ძალიან ეტკინათ

5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯარიმის ქვითარი სახლში მიუტანეს, თუმცა მისმა ოჯახმა არ ჩაიბარა.

„გუშინდელი ხალხმრავალი აქცია, პაატა ბურჭულაძის იუბილე ძალიან, ძალიან ეტკინათ.

ჩემებთან სახლში მივიდნენ და დედაჩემს და მამაჩემს ამცნეს, რომ თურმე სამართალდარღვევა ჩამიდენია. ჩაბარებით არ ჩაიბარეს ივანიშვილის დაცვის სამსახურში გამოწერილი ხინკლის „ჩეკი“. თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია.

P.S. საერთოდ სახლში არ შეუშვა დედაჩემმა ე.წ. პოლიციელები, სამშობლოს ღალატში თანამონაწილეებს სანიკიძეები არ ვუმასპინძლდებით”, - წერს სანიკიძე „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს