მამუკა ხაზარაძე - მარტო იანვარში ნახატების იმპორტის გადასახადებს არ იხდი და ქვეყანას ართმევ 242 მილიონ ლარს - ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების, ტიპური „შულერია“

ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების, ბიძინა არის ტიპური შულერი, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს! - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნული პოსტით ხაზარაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, ძვირადღირებული ნახატების საქართველოში შემოტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“როგორ მოვიპაროთ მილიონები ბიუჯეტიდან?! როგორ გავხდეთ ქველმოქმედი?!

მოდიხარ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, ევროპასთან ინტეგრაციის ლოზუნგებით. იწყებ ქველმოქმედის იმიჯის მორგებას, პარალელურად იპარავ ბიუჯეტიდან სხვადასხვა მანიპულაციებით, არ იხდი გადასახადებს, ჯიბის პარლამენტს აღებინებ ოფშორების კანონს, მარტო იანვარში ნახატების იმპორტის გადასახადებს არ იხდი და ქვეყანას ართმევ 242 მილიონ ლარს.

ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების, ბიძინა არის ტიპური „შულერი“, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს!” , - წერია ხაზარაძის ფეისბუკ-პოსტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს