ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე - მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად

მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

“ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. განვიხილეთ პირობები, რომლებიც უკრაინაში ხანგრძლივი და ნამდვილი მშვიდობისთვისაა საჭირო და შევთანხმდით, რომ პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული პოზიციის გარეშე.

პრემიერ-მინისტრს შევატყობინე პრეზიდენტ ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ, და განვიხილეთ საკვანძო მესიჯები და ყველა ევროპელის პოზიციის კოორდინაციის საჭიროება მთლიანად ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად.

ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოებდეს, ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით, და ნატოს წევრობა პარტნიორებისთვის ყველაზე ხარჯთეფექტიანი იქნება. კიდევ ერთი საკვანძო გარანტია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში სერიოზული ინვესტირებაა.

ასევე მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად”, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს