ლელა ჯეჯელავა - ყველა დასანქცირებულს ცოტნე დადიანად მოაქვს თავი, რომ თუ სამშობლოს დასჭირდება, გაიხდის და თაფლს წაისვამს - რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქციებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ასე არ არის

ყოველ დასანქცირებულს ცოტნე დადიანად მოაქვს თავი, რომ თუ სამშობლოს დასჭირდება, გაიხდის და თაფლს წაისვამს - რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქციებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს სანქციების შიში აქვთ, თუმცა ისინი ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, რადგან კიდევ აქვთ იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცას გადაწყვეტს.

ანალიტიკოსის თქმით, სანქციებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიემართება, მთელი საქართველოს მოსახლეობა ისჯება, რადგან ეს არის პროცესი, რომელსაც თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აქვს.

„მითის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არის მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. დიდი მცდელობის და ფინანსური რესურსების მიუხედავად, მან ვერ შეძლო, რომ დასავლელ პარტნიორებთან ეპოვა გზები იმისთვის, რომ როგორმე მათი კეთილგანწყობა დაემსახურებინა,“ - აღნიშნა ჯეჯელავამ.

გარდა ამისა, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ დღეს რეალურად, დაპირისპირება არის ბიძინა ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის.

მისი თქმით, ყველა ფუნდამენტური უფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, თავისი ქვეყნის კონსტიტუციამ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციამ მიანიჭა, რეალურად, ფეხით არის გათელილი.

„ნდობის კრიზისის გადაჭრა ახალი არჩევნების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საზოგადოებას, პირდაპირი მნიშვნელობით, ეომება, მან ომი გამოუცხადა მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირს. ხან „გლობალური ომის პარტია“ გამოიგონეს მტრის ხატად, ახლა გაურკვეველი „დიფ სთეითი“. ეს არ არის არც ბიძინა ივანიშვილის „ნოუჰაუ“ და არც „ქართული ოცნების“. ეს არის ტირანიისა და ავტორიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პრაქტიკა,“ - განაცხადა ჯეჯელავამ.

ამასთან, ის გადაცემაში აფხაზეთის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საკუთარი ძალაუფლების სანაცვლოდ, ხელს აწერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმაციას“.

„ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ კონფლიქტური რეგიონების ე.წ. ჯოკერი, რომელიც უნდოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს გაეთამაშებინა, ხელიდან გამოაცალეს რუსებმა რამდენჯერმე. დღეს რაც არის „ქართული ოცნების“ პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით, ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების სანაცვლოდ, ხელს აწერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმაციას,“ - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში