ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურია. კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი „ვივამედში“ არ აუწონიათ და წონის კონტროლს არ გადის.ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა, თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენი კილო დაიკლო 34-დღიანი შიმშილის შედეგად.

„რა თქმა უნდა, გადის წონის კონტროლს. მაია მწარიაშვილმა დააზუსტოს და ისე აკეთოს განცხადებები“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. ის 34-ე დღეა, რაც შიმშილობს.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს, ადგილობრივი პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს