თენგიზ შარმანაშვილი - „ძვირფასო“ კაია, ხომ ხედავ, „დიფ სთეითისადმი“ ევროკავშირის ბიუროკრატიის მორჩილებამ სადამდე მიგიყვანათ - ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში, თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია - ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები“.

დეპუტატი კაია კალასს მიმართავს, დაანებოს საქართველოს სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედოს.

„ძვირფასო“ კაია, ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ „დიფ სთეითისადმი“, სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. ევროკავშირის ზურგს უკან კი არ მოქმედებენ, უთქვენოდ მოქმედებენ. მტრის ვასალებს ასე ექცევიან. თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ? ჰოდა, დაანებეთ ჩვენი სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედეთ!“ - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია