ეკა გიგაური 15 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო მარშზე - მიზანია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ გვეშინია, ბრძოლას ვაგრძელებთ და არ ვეგუებით დიქტატორულ რეჟიმს

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო მარში სახელწოდებით: „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.

მარშის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც, მათი თქმით, „რუსული სცენარით ხორციელდება და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, თბილისში, მარში დაიწყება ევროპის მოედნიდან და გაგრძელდება თავისუფლების მოედნისკენ.

„მიზანია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იმ დიქტატორულ რეჟიმს არ ვურიგდებით, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს. ჩვენ არ ვურიგდებით იმ დაკავებებს, რომელსაც აქვს ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ არ ვურიგდებით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ჩვენ არ ვურიგდებით იმ დრაკონულ კანონებს, რომლებსაც ისინი იღებენ. ჩვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვიქნებით იქ, ევროპის მოედანზე და ყველასთან ერთად კიდევ ერთხელ ვეტყვით მმართველ პარტიას, რომ ჩვენ მათ ქმედებებს არ ვურიგდებით. ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს საპროტესტო აქცია იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს