მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.

"პუტინმა გაანადგურა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მან თანამშრომლობას კონფრონტაცია ამჯობინა და სამწუხაროდ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მოგვიწევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ვისაუბროთ", - აღნიშნა მან.

უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს ჩატარდება და მას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით სხვა წარმომადგენელი დაესწრება.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე.

დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყება.

ხვალ გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე. კვირას კი კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს